1.პროექტის
სახელწოდება: ,,ქვეწარმავლები''
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა)1-2 წინადადებით:
ინფორმაციის მოძიება ქვეწარმავლებზე: (კუები, ნიანგები, ხვლიკები და გველები). მათი გამორჩეული
თვისებების გამოვლენა, საინტერესო მოთხრობების მოძიება, წაკითხვა.
3.პროექტის აქტუალობა: გველების მომრავლება სოფელში, რაც იწვევს შიშს ხალხში
აქედან გამომდინარე,ზოგადი წარმოდგენა არამარტო გველებზე, სხვა ქვეწარმავლებზეც. მათი
დადებითი და უარყოფითი თვისებების შედარება.
4.პროექტის მიზნები:
·
შეძლოს ჯგუფურად შექმნილი პროექტების წარდგენა
·
კვლევის და სააზროვნო უნარ-ჩვევის განვითარება.
5.მონაწილეთა ასაკი: 7-8 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 7 დღე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
ინფორმაციის
მიღება, ცოდნის გაღრმავება, წარმოადგენენ ელექტრონულ
პრეზენტაციას, ნახატებს. ამ პროაქტით წარმოდგენა
შეექმნებათ არა მარტო მათი ცხოვრების თავისებურებზე,
არამედ სასარგებლო მნიშვნელობებზეც.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი, ინტერნეტი,
სახელმძღვანელო, თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა-1 პროექტის თემის შერჩევა, კლასის დაყოფა ჯგუფებად, ფუნქციების
განაწილება, შეფასების სქემის გაცნობა.
აქტივობა-2 თითოეული ჯგუფი, შეთავაზებული გეგმის მიხედვით,
ცალ-ცალკე წარმოადგენს პროექტს.
1. ჯგუფი
-იმუშავებს ,,კუებზე’’.
2. ჯგუფი-,,ნიანგებზე’’.
3. ჯგუფი-
,,ხვლიკებზე’’ და ,,გველებზე“.
აქტივობა 3. მოძიებული
ინფორმაციების პრეზენტაცია ჯგუფის წევრების მონაწილეობით, შესაბამისი ფოტოილუსტრაციებით.
აქტივობა- 4.
ჯგუფის წევრები ერთმანეთს დაუსვამენ კითხვებს. მსჯელობენ კუების, ნიანგების, ხვლიკებისა
და გველების ზრდა-განვითარების შესახებ. შეადარონ ერთმანეთს საციცოცხლო ციკლი. ყურადღებას
გაამახვილებენ საზოგადოებაში მათ მნიშვნელობას.
აქტივობა-5.შეფასება.
კრიტერიუმი
|
დაბალი
|
საშუალო
|
კარგი
|
საუკეთესო
|
კვლევის უნარ-ჩვევები
. მონაცემების შეგროვება
. მონაცემების ჩაწერა
. მონაცემების ორგანიზება
|
არ არის ჩართული ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს. არ თანამშრომლობს.
|
ნაწილობრივ შეაგროვა მონაცემები. ერთვება ზოგჯერ.
|
აქტიურია. წარმოადგინა მონაცემები, აკეთებს ორგანიზებას.
|
აქტიურია.
სრულყოფილად შეაგროვა მონაცემები.
გა აკეთა საუკეთესო პრეზენტაცია. წარმოადგინა ნახატები.
|
მოძიებული ინფორმაციის ანალიზი
|
ვერ იყენებს მასალას მიზნობრივად.
|
ნაწილობრივ მიზნობრივად იყენებს მოძიებულ მასალას.
|
ძირითად იყენებს მოძიებულ მასალას.
|
მიზნობრივად იყენებს მასალას.
|
ჯგუფურ მუშაობაში ჩართულობა
|
არ არის ჩართული.
|
ერთვება ზოგჯერ
|
ჩართულია მაგრამ ყურადღება გაფანტული აქვს.
|
ჩართულია ყოველთვის.
|
შეუძლია საკუთარი აზრის დასაბუთება
|
არ სეუძლია
|
საკუთარ აზრს ნაწილობრივ აფიქსირებს
|
ასაბუთებს ზოგჯერ
|
ასაბუთებს ყოველთვის.
|
თანამშრომლობს კლასთან
|
არ თანამშრომლობს
|
თანამშრომლობს მხოლოდ მეგობრებთან
|
თანამშრომლობს მაგრამ არა ყოველთვის.
|
თანამშრომლობს ყოველთვის.
|
10.საგანთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
ბუნ.IV.1.მოსწავლეს შეუძლია ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლის აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აკვირდება
ორგანიზმებს სასიცოცხლო ციკლს სხვადასხვა სტადიაზე, შედეგებს წარმოადგენს ნახატების ან ჩანაწერების
სახით. სვამს კითხვებს (მაგ., როგორ იცვლება
თესლიდან აღმოცენებული მცენარე, როგორ იცვლება თავკომბალა?) და პოულობს პასუხებს;
·
პოულობს მსგავსება-განსხვავებას სხვადასხვა ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლის სტადიებს შორის;
·
საუბრობს
სასიცოცხლო ციკლის შეგუებით მნიშვნელობაზე;
·
აღწერს იმ
ცვლილებებს, რომლებსაც სხვადასხვა მცენარე განიცდის სასიცოცხლო ციკლის
განმავლობაში (მაგ., თესლი-ნაყოფი-თესლი).
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მადონა ჭაღალიძე.
12 .ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: madonachagalidze@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: madonachagalidze.blogspot.com